ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზაფხულის ტურისტული სეზონი მოდის, მაგრამ უკვე ათობით მილიონი დოლარის ჯავშნები გაუქმდა… არ ჩამოვშალოთ საქართველოს ეკონომიკა“ – ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი

“ზაფხულის ტურისტული სეზონი მოდის, მაგრამ უკვე ათობით მილიონი დოლარის ჯავშნები გაუქმდა… არ ჩამოვშალოთ საქართველოს ეკონომიკა“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა BMG-სთან განაცხადა.

„კანონი დამტკიცებულია. ახლა ხელისუფლების შესაბამისმა შტოებმა და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ხელებდაკაპიწებულმა ამ კანონზე, რომ მივიღოთ ევროკავშირისთვის და მოქალაქეებისთვის მისაღები კანონი, რათა ქუჩაში არსებული ვითარება მორჩეს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა მოხდა საქართველოში 1992-1993 წლებში და არ ჩამოვშალოთ ეკონომიკა“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი, რომლის მფლობელობაშია არაერთი სასტუმრო რეგიონებსა და თბილისში, ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო, სასტუმროებში ჯავშნები უქმდება.

„ზაფხულის ტურისტული სეზონი მოდის, მაგრამ უკვე ათობით მილიონი დოლარის ჯავშნები გაუქმდა. ტურიზმიდან შემოსავლების დაკარგვა, ბუნებრივია, აისახება ლარის კურსზეც. მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით გაიზარდა. მოლოდინი იყო, რომ შემდეგ თვეებში ზრდა 10%-მდე იქნებოდა, მაგრამ დიდი ალბათობით, მაისში ზრდის ტემპი შემცირდება. ყველა უნდა დავფიქრდეთ. არ ჩამოვშალოთ საქართველოს ეკონომიკა“ – აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

იტვირთბა....