ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,აქციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებს”- ირაკლი ზარქუა

დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა. აღნიშნულ ფაქტს კი ,,ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა:

,,რასაც ეს აქციები, რადიკალიზმი და მათი ავტორები აკეთებენ, ჩვენს ქვეყანას ვნებს, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. როგორც კი რაღაც ფსევდოლიბერალური გამოხტომები დაიწყო, შესაბამისად, ეს კომპანიების აქციებზეც აისახა […]

მინდა, ხალხს ვუთხრა – მომავალშიც, როცა აქციები იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აზარალებენ. იგივე ეს ხელმოცარულები და ჩახდილები ვინც არიან: გიჟი ჯაფარიძე, რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარია და ასევე, დანარჩენი ხელმოცარულები. კიდევ ერთხელ, რადიკალიზმი და აქციები საქართველოს აზარალებს”-ამბობს ზარქუა

იტვირთბა....