ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ჩემს ზესტაფონში ვეღარ ჩავიდე” – წაქაძე

“ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, ჩემს ზესტაფონში ვეღარ ჩავიდე” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“სანქციაზე საუბარი არ არის ჯერჯერობით, მაგრამ ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ, და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ჩემს ზესტაფონში ჩავიდე და ჩემს რეგიონში.
ჩვენი წინაპრები უფრო მეტს აკეთებდნენ თავის ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. მოხდება განხილვა, თუ რამე ღირებულს წარმოადგენენ, რომელიც შესაძლებელია და მისაღები, რა თქმა უნდა, შევიტანთ ცვლილებას პრეზიდენტის ვეტოს ფორმატში” – ქართული ოცნების დეპუტატი ბეჟან წაქაძე

იტვირთბა....