ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეს – მშიშარა ხარ, ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე – მაშინ ხართ მაგრები, კომიტეტიდან თუ გამოგვაძევეთ და კითხვებზე არ გვიპასუხეთ

სიტყვები შეარჩიე მშიშარა! ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე! – გაიპარე, რა მაგარი ხარ! – ასე მიმართა საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ანა წითლიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, მაგრები მაშინ არიან, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კომიტეტიდან აძევებენ და მათ კითხვებს არ პასუხობენ.

„კითხვებზე უნდა მიპასუხო, სიტყვები შეარჩიე, მშიშარა! გაიპარე, რა მაგარი ხარ! მშიშარა ხარ, ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხე, კი არ უნდა გაიპარო. მაშინ ხართ მაგრები, კომიტეტიდან თუ გამოგვაძევეთ და კითხვებზე არ გვიპასუხეთ“,-აღნიშნა წითლიძემ.

ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

იტვირთბა....