“ოპააა. დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე უკვე ღია მუქარაზე გადავიდა – წერს სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია:
“აწი ბევრი რაღაცეებით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები!!!” – აცხადებს გაზეთ “ალიასთან” ინტერვიუში (დეპუტატი) და თავს უფლებას აძლევს, რომ უკვე ჩემს შვილსაც შეეხოს, იმ ყველაფრის მერე, რაც პარასკევს მოაწყო…. მაინტერესებს, რას ნიშნავს მისი ასეთი დაუოკებელი ინტერესი ჩემი ცხოვრების მიმართ და რას ნიშნავს მისი მხრიდან ეს უცნაური ხაზგასმები ჩემს პირად ცხოვრებაზე… საერთოდ, ვინ ეკითხება დეპუტატს ადამიანების პირადი ცხოვრების ამბებს??… რა იცის ასეთი???? გარდა იმისა, რომ ამაზრზენად ჭორიკანაა, ხომ არ სცდება ამ თავისი ინტერვიუებით ეთიკასა და დეპუტატის უფლება-მოვალეობას???… რატომ ემთხვევა ასე უცნაურად მისი ტექსტი და მუქარა-გამოხტომები დროსა და სივრცეში დაანონსებული ფარული კადრებით შანტაჟს???? რა ინფორმაციებს აგროვებს, ეძებს და ნახულობს დეპუტატი ლორთქიფანიძე ჩემზე ან ჩემს შვილზე? არის თუ არა ეს ინტერვიუ მისი მხრიდან მუქარა, რომ ამჯერად უკვე არა მხოლოდ ჩემი, არამედ უკვე ჩემი ოჯახის ყველაზე ძვირფასი წევრის ცხოვრების დეტალებითაა დაინტერესებული…. ცეცხლს ეთამაშება დეპუტატი ლორთქიფანიძე და უნისონშია იმ შანტაჟთან, რაც ორი კვირაა გრძელდება…..
P.S. რას ვიფიქრებდი, ჩემი ეჭვები იმ კაცზე თუ გაივლიდა, პიჯაკის გამო ციხეში რომ ჩასვა ახალგაზრდა ბიჭები….. მე ვფიქრობ, ეს ინტერვიუ სერიოზული ეჭვების საბაბს იძლება, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მის მიმართ გამოთქმული ჩემი შვილის კომენტარის გამო, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს და ამბობს – ვანოს სამინისტროში ამას ვერავინ გაბედავდაო… ანუ – პრაქტიკულად, მარიამის გაგდებას ითხოვს სამსახურიდან )))))))))))))))))))))))))))))))) სახელმწიფო სამსახურებში მხოლოდ ლორთქიფანიძის მეხოტბე – ფანები უნდა მუშაობდნენ, თუ რა ხდება????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!)))))))))))))))))))))))”, – წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ჟურნალისტსა და დეპუტატს შორის სკანდალური ეთერის შემდეგ დაიწყო, სადაც ლორთქიფანიძე გრიგოლიას შემდეგი იორნიული ტექსტით მიესალმა პირდაპირი ჩართვისას, „მოგესალმებით, შეყვარებულო, ქალბატონო ინგა“.
დეპუტატის ეს მისალმება ჟურნალისტის იმ განცხადებებს მოჰყვა,ს ადაც ინგა გრიგოლიამ დაანონსებულ ფარულ კადრებზე განაცხადა, რომ არ ეშინია და ჰყავს შეყვარებული.
დეპუტატის ირონიული მისალმება ინგა გრიგოლიას შვილმა, მარი გრიგოლიამ სოციალურ ქსელში გააპროტესტა და დეპუტატს ქათამი უწოდა.
გაზეთ “ალაიასთან” ინტერვიუში ინგა გრიგოლიას შვილის, მარი გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება:
“ამასთან დაკავშირებით მე მართლა გავაკეთებ სერიოზულ განხადებას და, რასაკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!…
სხვათაშორის მე არ ვიცოდი, მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა, ბევრმა გამახსენა რაღაც თემები, სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის… იკვეთება კი არა პირდაპირ ჩანს ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას ამ კვირის განავლობაში. სხვათაშორის, არც ეს ვიცოდი და მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი…
მე არ ვკითხულობ, ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ყავს შეყვარებული… თუმცა მე არ გამიკვირდება ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები”, – აცხადებს საპარლამნეტი უმრავლესობის წევრი.