ახალი ამბები მთავარი სამართალი

იარაღის მუქარით: თბილისში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს.  გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის მუქარით ბანკიდან 2 000 ლარია წაღებული.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბანკში მამაკაცი შეიჭრა და იარაღის მუქარით ბანკის ოპერატორებს თანხის გადაცემა მოსთხოვა.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. როგორც „მეტრონომს“ უწყებაში განუცხადეს, საქმე აღძრულია 178-ე მუხლით, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს.

იტვირთბა....