ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უვიზო რეჟიმის გადახედვა და ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოში რუსული კანონის მიღებას და შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ბლოკის კომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვასა და საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვას.

რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტარმა, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.

რეზოლუცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაიწვიონ და პატივი სცენ შარშან დადებულ პირობას, რომ ამ კანონს აღარ დააბრუნებდნენ

მასალა განახლებადია

იტვირთბა....