ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ეროვნებით ქართველი კაცი მაშინ დააკავეს, როცა მას მიგრანტები უკანონოდ გადაჰყავდა.

სპეცოპერაცია იტალიაში, სან დორლიგო დელა ვალეში ჩატარდა.

ირკვევა, რომ პოლიცია აედევნა ეჭვმიტანილს, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა.

შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს.

იტვირთბა....