ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია – “არა რუსულ კანონს, კი ევროპას’’ – პარლამენტის წინ დღესაც, 19:00 საათზე გაიმართება.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და სტუდენტები ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.

მათ აქცია გუშინაც გამართეს. ისინი მსვლელობით ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ამასთან, სტუდენტები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რომ თსუ-ში ირაკლი კობახიძეს ლექციების წაკითხვის უფლება აღარ ჰქონდეს.

15 აპრილიდან თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

იტვირთბა....