ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“29 აპრილს მოდით შვილებით, შვილიშვილებით, ეს იქნება ზეიმი” – კახა კალაძე

მობ­რძან­დით 29 აპ­რილს. 18:00 სა­ათ­ზე ვი­წყებთ შეკ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან. 20:00 სა­ათ­ზე კი და­ი­წყე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა. მო­დით შვი­ლე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით, პა­ტა­რებ­თან ერ­თად, ეს იქ­ნე­ბა ზე­ი­მი, – ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მი­დის აღ­ნიშ­ნუ­ლი შეკ­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია.

“მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა. დიდი ქარ­თვე­ლი მო­აზ­როვ­ნის, წმ. ილი­ას ეს სი­ტყვე­ბი კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნებს, ვინ ვართ, სა­ი­დან მოვ­დი­ვართ და რა გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს კურ­სი არის უც­ვლე­ლი, ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ის­ტო­რია, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მუ­დამ ბმა­შია დიდ ევ­რო­პულ კულ­ტუ­რას­თან. ევ­რო­პა შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის იყოს მხო­ლოდ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა, “შო­პინ­გი“, ევ­რო­პე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი, მაგ­რამ ჩემ­თვის და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­თვის ევ­რო­პა არის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით გვინ­და ვი­ცხოვ­როთ. ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვინ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. ოჯა­ხის ინ­სტი­ტუ­ტი, რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ტო­ლე­რან­ტო­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა იყო და არის ჩვენ იდენ­ტო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა, რაც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ჩვენ გვაქვს, ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა, ყვე­ლა წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ასო­ცირ­დე­ბა იმ გუნდთან, რა­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია“.

მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, ვი­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უყ­ვარს, ვის­თვი­საც ამ ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დე­ლი დღე ძვირ­ფა­სია, ძვირ­ფა­სია თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, მო­დით 29 აპ­რილს. სა­ღა­მოს, 18:00 სა­ათ­ზე ვი­წყებთ შეკ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან. 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­ყო­ველ­თაო სა­ხალ­ხო შეკ­რე­ბა­ზე. ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ურ­ყე­ო­ბი­სათ­ვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­ვიკ­რი­ბოთ. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის უკე­თე­სი დღის­თვის შე­ვიკ­რი­ბოთ. ყვე­ლამ იცო­დეს, რომ მთა­ვა­რი და უმ­თავ­რე­სია სამ­შობ­ლო, სა­ქარ­თვე­ლო უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა. ყვე­ლას გე­ლო­დე­ბით. ვიცი, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მი­დის აღ­ნიშ­ნუ­ლი შეკ­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია. ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა. მო­ვი­დეს აქ­ცი­ა­ზე მხა­რი და­უ­ჭი­როს ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ყვე­ლას აქვს ამის უფ­ლე­ბა, მათ შო­რის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს. მო­დით შვი­ლე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, პა­ტა­რებ­თან ერ­თად, ეს იქ­ნე­ბა ზე­ი­მი“,- აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

იტვირთბა....