ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

,,ქუთაისის ცენტრიდან ადამიანი პირდაპირი მნიშვნელობით მოიტაცეს”- რა ინფორმაცია ვრცელდება იმერეთიდან

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელები არიან მობილიზებული.
თეატრში, ამ წუთებში, “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

ჩამოსულები არიან უმრავლესობის ლიდერები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარეძე, ანრი ოხანაშვილი და სხვები.

შეხვედრას “ქართული ოცნების” მხადამჭერები და საჯარო მოხელეები ესწრებიან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსული კანონის მოწინაამღდეგე აქტივისტები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარიდების მიზნით,
მოქალაქეები პოლიციამ მესხიშვილის თეატრის ტერიტორიიდან გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი პედაგოგი, მიშიკო მუმლაძეა.
მუმლაძემ სოციალურ ქსელში შეხვედრის დაწყებამდე სტატუსიც გამოაქვეყნა, ახლა კი მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

 

ფოტო:kutaisipost.ge

იტვირთბა....