ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე 24-25 აპრილს უნგრეთში ვიზიტს გეგმავს

პრემიერმინისტრის ბრძანებით ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად 24-25 აპრილს უნგრეთში ჩასვლას გეგმავს.

პრემიერთან ერთად უნგრეთში ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი დელეგაციასთან ერთად კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას დაესწრება და ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი. დამატებითი დეტალები, მაგალითად ვის შეხვდება კობახიძე უნგრეთში, ამ ეტაპზე უცნობია.

იტვირთბა....