რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია – „არა რუსულ მთავრობას – არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.
„პროტესტი არ უნდა შეწყდეს. დღეს, 19:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე“, – ნათქვამია განცხადებაში.