ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,სამწუხაროა, რომ დანაწევრებულ ერს ვხედავ – წინ, ერთად ევროპისკენ!”- შენგელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია სოციალურ პროტესტს და ევროკავშირის მხარდასაჭერ კამპანიას შეუერთდა.

,,ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ.

სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო – როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!”,- წერს შენგელია.

იტვირთბა....