aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მდინარაძისთვის მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხდა” – ბექა ოდიშარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მდინარაძისთვის მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხდა” -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

“არა რუსულ კანონს, კი საქართველოს ევროპაში, ღირსებით. ახლა გციტირებთ თქვენ, ბატონო მამუკა [მდინარაძე], რადგან თქვენ იქეცით ფლაგმანად, ოღონდ არა ხელოვნურად, არამედ კანონპროექტზე და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით. მადლობა უმრავლესობის ლიდერს, მაღალი პოლიტიკური შეგნებისთვის და ადამიანური ღირსებისთვის. მინდა, ყველას მოვუწოდო დამშვიდებისკენ. იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, თავის სახელს დაარქმევს საზოგადოება და ამაში მკაცრი და ჯანსაღი იქნება. ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებზე თავდასხმა წაახალისა. ე, მანდ, პირიქით არ გამოვიდეს ამ ინციდენტით, პირიქით წახალისება. ამიტომ, მოვუწოდებ საზოგადოებას, დავმშვიდდეთ ყველა მხარე. უმრავლესობის ლიდერზე მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა და ეს ჩვენი ღირსების საკითხია. მიუხედავად ამისა, მივყვები მამუკას მდგომარეობას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად უნდა იყოს, თუმცა სახელი ყველაფერს უნდა დაერქვას“ – განაცხადა ოდიშარიამ.

იტვირთბა....