aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

SJC აქციაზე დაკავების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

“აქციის მონაწილეთ საყურადღებოდ, იმ შემთხვევაში, თუ დაგაკავეს, ჩვენი ადვოკატები მზად არიან, უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დახმარება.

დაგვიკავშირდით: +995 577 07 05 63”, – წერს ორგანიზაცია.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდელო ორგანოსთან აქცია 19:00 საათზეცაა დაგეგმილი.

***

დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

იტვირთბა....