მთავარი

როგორ ვიყიდოთ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები- ნახეთ ინსტრუქცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების შეძენის რეკომენდაციას გვთავაზობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ქართველი გულშემატკივრებისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი – www.uefa.com
პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.
ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფას პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე 2 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.
პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

  • პირველი კატეგორია – 200 ევრო
  • მეორე კატეგორია – 150 ევრო
  • მესამე კატეგორია – 60 ევრო
  • მეოთხე კატეგორია – 30 ევრო.
    ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარეთებით (VISA ან Mastercard). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.
    სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად, თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს.
    საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ, ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენს მიერ მითითებულ პირად ელ-ფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს, მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ.
იტვირთბა....