“საარჩევნოდ “ქართული ოცნების” პარტიულ სიებში ახალი სახეები იქნება” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა.
კალაძე დღეს რუსთავში პარტია „ქართული ოცნების“ რაიონული საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე იმყოფებოდა.
“ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჯერ გარკვეული დრო არის. პარტიაში რა თქმა უნდა ახალი სახეები იქნება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ვინ იქნებიან ეს ადამიანები ამაზე რამდენიმე დღეში გავაკეთებთ განცხადებას,“ – განაცხადა კახა კალაძე.