“ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად” – ასე პასუხობს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია დედაქალაქის მერს, რომელმაც დღეს იერიში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამაზე მიიტანა და როინ ქოჩორაშვილი “ნაცად, გახარიას გუნდის” წევრად მოიხსენია.
“ამას ახლახან ვურჩიე, ან ფეხბურთისთვის მიეხედა, ან თავისთვის ეშველა. ვერ მიხვდა. მისი არჩევანი გასაგებია. ჯერ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის პრომო ბიჭუნამ ფეხბურთიც დაყო ნაცებად და ქოცებად. ქოჩორაშვილი და ნაკრების ბიჭები მიხედავენ ფეხბურთს და საქართველოს ევროპაშიც ასახელებენ. კალაძეს და მის ამჟამინდელ პატრონს კი ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ყველა იმ უღირსობაზე, რასაც ახლა კადრულობენ.” – წერს გახარია.