ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს… ეს არის ამ ყველაფრის სარჩული” – სალომე ზირაბიშვილი “რუსულ კანონზე”

“არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს… ეს არის ამ ყველაფრის სარჩული” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზირაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა მმართველი პარტიის მიერ “რუსული კანონპროექტის” ხელახლა დააინიცირებს.

“არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს… ეს არის ამ ყველაფრის სარჩული.

ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ შეძელით, რომ დაამთხვიეთ თქვენი „რუსული კანონის“, ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ, ინიცირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის, ალბათ, ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ – არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი ცნება ეროვნული და ევროპული ერთად არის, ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ დაინახოთ, არ გინდათ მოისმინოთ, რომ ერთიანია საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ – დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი აღარასდროს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ. „ოცნებამ“ უკვე თავისი სახე გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან ერთი თვე, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ევროპული გადაწყვეტილებაო, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთო და ეს ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....