მთავარი

ზურაბ ადეიშვილი ჰააგაშია

ტელეკომპანია ,,იმედის” ცნობით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამ წუთებში ჰააგაშია.
ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ნიდერლანდები მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის”. ზურაბ ადეიშვილი კონფერენციაზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად მივიდა.

ადეიშვილი, რომელმაც საქართველო 2012 წელს დატოვა, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზეა დაუსწრებლად მსჯავრდებული.

ადეიშვილი ჰააგამდე ბელგიასა და გერმანიაში, იმყოფებოდა.

იტვირთბა....