aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

3-5 აპრილს რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 3-5 აპრილს, ღამის საათებში, რიკოთის ძველ გვირაბში, პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, შეზღუდვები დაწესდება:

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....