ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2 აპრილს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა – ქართველი გმირი 41 წლის გახდებოდა

2 აპრილს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ყოფილი სამხედრო დღეს 41 წლის გახდებოდა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალში იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის თანახმად, იგი აწამეს 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

იტვირთბა....