aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმე – სასამართლომ კიდევ ორი პირი დამნაშვედ ცნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო:

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, „ბანანის“ მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. აღნიშნულის შედეგად, ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო.

ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 2023 წლის 28 დეკემბერს ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. არასრულწლოვან პირს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 27 მარტს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.” აცხადებს პროკურატურა.

ცნობისთვის, არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს გასულ კვირას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

იტვირთბა....