მთავარი

გურიაში უმძიმეს ავარიას ძმები ემსხვერპლნენ

ლანჩხუთში, სოფელ ლესაში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

როგორც წყარო გვიყვება, ავარია გუშინ მოხდა.

გარდაცვლილები ძმები არიან.

“ერთი ძმა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები….”,-ამბობს წყარო.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გარდაცვლილები სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან იყვნენ.

იტვირთბა....