aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი თანამებრძოლებმა ცხელი წერტილიდან გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას თენგიზ ჭანიას მეგობრები უდასტურებენ, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 48 წლის მებრძოლის საქართველოში ჩამოსვენების თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. მეგობრები ვარაუდობენ, რომ ეს დაახლოებით ერთ კვირაში მოხდება.

თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. მისი ცხედრის გამოყვანა თანამებრძოლებმა ადგილზე მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო მხოლოდ სამი დღის შემდეგ, 25 მარტს, შეძლეს.

წყარო: რადიო თავისუფლება

იტვირთბა....