aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცილა.

ილია დარჩიაშვილმა ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს NATO – საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს.

ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ეს მისი მე-4 ვიზიტი იყო საქართველოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა სამუშაო ფორმატში განეხილათ ნატოს- საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა.

“ვიზიტს ჰქონდა ძალიან საინტერესო კომპონენტები. სამუშაო ფორმატში გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა, მომავალი ნაბიჯები და ვფიქრობ, რომ ამ ორმხრივი ურთიერთობებისთვის ეს ვიზიტი იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე.

“კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა NATO-ს გენერალური მდივნის ბატონი იენს სტოლტენბერგის თბილისში. განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან და რთულ ვითარებაში, რომელიც არსებობს, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში ისევე, როგორც ვაშინგტონის სამიტის წინ. გუშინ როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალურ ვითარებაში, სადილზე მოგვეცა იმის საშუალება, რომ გაგვევლო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და ბრიუსელში დაბრუნებისთანავე ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობის ელემენტებზე”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

იტვირთბა....