aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენთვის შემაშფოთებელია ის, რომ ასეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ევროპის მასშტაბით თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ” – ირაკლი კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემაშფოთებელი და მიუღებელია, როდესაც ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ევროპის მასშტაბით თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ და ხვდებიან ოფიციალურ პირებს.

მისი განმარტებით, ისინი ყველა არსებულ საშუალებას გამოიყენებენ იმისთის, რომ ამ ადამიანებს ევროპულ სივრცეში გადაადგილების საშუალება შეეზღუდოთ.

“რაც შეეხება კეზერაშვილს, ჩვენთვის შემაშფოთებელია ის, რომ ასეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით. ეს აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენაა, მით უმეტეს, რომ ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ისინი არიან მსჯავრდებულები უმძიმესი დანაშაულების გამო. გარდა ამისა, არის სერიოზული ეჭვი, რომ მათ შორის, კონკრეტული ადამიანები, დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროპის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, “ბიბისი-მაც” გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ისინი ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავდნენ, როდესაც ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და აბსოლუტურად შემაშფოთებელი.

ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ევროკავშირში ხვდება ოფიციალური თანამდებობის პირებს, ან ბერლინში ოფიციალური თანამდებობის პირებს, ეს აბსოლუტურად შემაშფოთებელია. ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს, რა თქმა უნდა საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის სახელმწიფო პრინციპების ერთგული. იმისათვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, რა თქმა უნდა სეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. თუ საჭირო იქნება და ალბათ, ასეთი ზომები მისაღები იქნება, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....