ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი არ არის ნავალნი, მისი რეჟიმის დროს პატიმრებზე ძალადობდნენ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, Chatham House-ის ღონისძიებაზე, სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვას უპასუხა:

„არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება არ არის იმაზე დამოკიდებული სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის ნავალნი. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომლის პრეზიდენტობის დროს ბევრი რამ მოხდა, არ ვიცი ეს როგორ ითქმის. ავტორიტარული რეჟიმი, სადაც პატიმრების მიმართ ძალადობდნენ. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ მის მიმართ არასამართლიან მოპყრობას უნდა ჰქონდეს ადგილი. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს. რეპუტაციულად, რა თქმა უნდა, ჯობდა სხვაგან ყოფილიყო და არა ციხეში. უკრაინას ჰქონდა ინიციატივა ექსტრადაციის შესახებ და მზად იყო. მე არასდროს ვსაუბრობ ქვეყნის გარეთ შეწყალებაზე. შეწყალებაზე ბევრი საუბრობს და ელოდება. და როცა იწყებ ახსნას, ეს არასამართლიანია სხვების მიმართ. ეს ჩემი უფლებაა და ჩემი პასუხისმგებლობა და მასზე არც ქვეყნის გარე და შიდა ზეწოლა გავლენას ვერ ახდენს“, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....