სტრასბურგის სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო
ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პოსტი გამოაქვეყნა.
„სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო.
ბიძინა❗️მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის“, – წერს ის.