ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„პოლონეთში, წვეულებაზე ნეპალელი ახალგაზრდა მოკლეს, დამნაშავე, სავარაუდოდ, ქართველია“ – მედია

პოლონური მედიის ცნობით, პოლონეთის ქალაქ სლუპსკში, ერთ-ერთ წვეულებაზე, ნეპალელი ახალგაზრდა, 28 წლის ბიჭი დაჭრეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ჭრილობა კისრის არეში სასიკვდილო აღმოჩნდა და ის,, სავარაუდოდ, 35 წლის საქართველოს მოქალაქემ მიაყენა.

წვეულება იმ ჰოსტელში იმართებოდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან პოლონეთში სამუშაოდ ჩამოსული პირები ცხოვრობენ.

მედია აღნიშნავს, რომ ბრალდებული პოლიციამ დააკავა და ის შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. მის გარდა დაკავებულია კიდევ ორი ქალი, რომლებსაც დანაშაულის კვალის დაფარვას, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღის – დანის გადამალვას ედავებიან.

იტვირთბა....