aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს გაცილებით ძლიერი ვართ, შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა” – პაპუაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს გაცილებით ძლიერი ვართ, შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა – ამის შესახებ საქართველო სპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია – საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხი საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია. მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი ძალისხმევისა, მაშინდელმა ახლად შექმნილმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო, გამკლავებოდა ბოროტ ძალას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუსპო განვითარების და თავისუფლების პერსპექტივა.
ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავ მოუხდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ძირძველი ნაწილი ოკუპირებულია.
განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი, სუვერენული და თავდაჯერებული ვართ. ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

იტვირთბა....