ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. წელს ამ თარიღიდან 103 წელი გავიდა.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

საბჭოთა ოკუპაციის დღე 2011 წლიდან აღინიშნება საქართველოში ყოველი წლის 25 თებერვალს.

იტვირთბა....