ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვი რამდენი გადაიხადე ბიუჯეტში, რამდენი კაცი დაასაქმე, მერე მე განახებ, რამდენი მაქვს გადახდილი, რამდენი დასაქმებული” – ხაზარაძე ივანიშვილს

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, „ტვ პირველის“ გუშინდელი ეთერიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„თქვი რამდენი გადაიხადე ბიუჯეტში, რამდენი კაცი დაასაქმე, მერე მე განახებ, რამდენი მაქვს გადახდილი, რამდენი დასაქმებული”, – აღნიშნა მან.

„ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი გადახდილი ბიუჯეტში, რამდენიც მე და ჩემს შექმნილ კომპანიებს, ეს არის კანონმორჩილება. მე ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი ვარ ამ ქვეყანაში. თუ არ მეთანხმება, გამოიტანოს და თქვას, რამდენი აქვს თავად გადახდილი ბიუჯეტში მერე მე გამოვიტან და ვანახებ რამდენი მაქვს ბიუჯეტში გადახდილი. ამაშია საქმე. ეს მითი, რომ, სადღაც ღრუბლებშია ბიძინა ივანიშვილი, ეს უნდა დამთავრდეს და პრაქტიკულად უნდა ვილაპარაკოთ. რომ ამოუჩემებიათ ქველმოქმედებაო, ბიუჯეტი თუ გაყვლიფე, მასე ყველა იქნება ქველმოქმედი. რუსეთში რომ ფულს აკეთებ და აქ რომ რუსულ პოლიტიკაში დებ, ეს არის პრობლემა. ეს ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამას მე ვლაპარაკობ არა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არამედ, როგორც ერთი რიგითი ქართველი და როგორც ერთი რიგითი ქართველი ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, რამდენი გყავს დასაქმებული ამ ქვეყანაში, მე გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული, რამდენი ასეული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი, რომელსაც შენს მიერ დანიშნული ადამიანები ჯიბეში იდებენ. ამას თუ ქართველი ხალხი გაპატიებს, კი ბატონო, მაგრამ მე არ მგონია. ჩვენი ბიუჯეტის მოპარვა არავის არ უნდა შევარჩინოთ, ეს არის კანონის უზენაესობა.

ბიძინა ივანიშვილს აღიზიანებს სიმართლე. ასეთი გამოთქმაა, ქურდს ქუდი ეწვისო, თუ ერთი პატარა უწყინარი ბანერი აღიზიანებს და ნამდვილად აღიზიანებს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე და მან ეს იცის ძალიან კარგად, თუ რას ემსახურება, ვის ემსახურება და ვის ინტერესებს ატარებს საქართველოში, შესაბამისად, შეიძლება ამითაც იყოს გამოწვეული ის ბრაზი, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ, როცა იქნება საშულება, რაც აშფოთებს “ოცნებას” ზუსტად ვიცი, ეს არის ჩვენი მზარდი რეიტინგი, ჩვენი ზრდა, ჩვენი მიმღებლობა ამომრჩევლების მხრიდან. ეს მიმღებლობა გამოიწვია იმან, რომ ჩვემ არსად არ გავქცეულვართ, არ გავქცეულვართ არც სასამართლო პროცესიდან, არც იმუნიტეტი გამოგვიყენებია, დავტოვეთ პარლამენტი, არაფერში არ გამოგვიყენებია ეს პოლიტიკოსობა, გარდა იმისა, რომ ვდგავართ წინა ხაზზე და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....