ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მკვლელობა თბილისში – ავლაბარში ახალგაზრდა კაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

მკვლელობა თბილისში – ავლაბარში ახალგაზრდა კაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ.

ცნობილია, რომ სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. თვითმხილველები ამბობენ, რომ პირი, რომელმაც სავარაუდოდ ეს დანაშაული ჩაიდინა, მიიმალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

წყარო – “მთავარი არხი”.

იტვირთბა....