aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი ორველაშვილს და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი ორველაშვილს და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ – აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო.

“რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი – გიორგი ორველაშვილის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახე, პატიმრობა. სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე არ ჰქონდა.

რაც შეეხება გირაოს შემადგენლობას, გუშინ მე გიორგი ორველაშვილთან შევათანხმე პოზიცია იმის თაობაზე, რომ თუ თანხის გადახდას შეძლებდა, მაშინ ამ შუამდგომლობას დავაყენებდით, მაგრამ გიორგი ორველაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, არც უძრავი ქონება საკუთრებაში აქვს.

გიორგი ორველაშვილი მოტივებზე არ საუბრობს. ჩემთვის უცნობია თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ეს დანაშაული. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში არ იყო, ვინაიდან, დილის საათებში მოხდა [შემთხვევა]. რაც შეეხება ფსიქიკურ პრობლემას, გიორგის ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ შინაგანად ადამიანი შეიძლება იქამდე მივიდეს იმ ეჭვამდე, რომ რაღაც დოზით დაავადებულია. არსებობს შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადასტუროს იყო, თუ არა გიორგი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი.

როგორც გიორგი ამბობს, სახეზე დაზიანება მიყენებული აქვს დაკავებამდე, რა ვითარებაში, ეს ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა ელდარ გვალიამ.

იტვირთბა....