aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას, ხალხს სქემების ამოცნობას ვასწავლით” -მიხეილ სააკაშვილი

ავიაბილეთები
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ვიდეოზარის მეშვებით ჩართვისას განაცხადა, რომ აპირებს ხმების მცველის სკოლის შექმნას.

“2022 წლის მონაცემებით, სტატისტიკის საიტზე 20-28 წლის ასაკის 2 735 000 ადამიანი გვყავს. 2021 წლის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლების საერთო რაოდენობა იყო 3 497 000. ამ ორ რიცხვს შორის სხვაობა არის 762 000 ანუ, მათი აზრით, გამოდის, რომ 18-19 წლის ამომრჩეველი შემოგვემატა ამ ოდენობით. […] 500 000 ადამიანი ვინ არის და საიდან მოვიდა ცესკოს რაოდენობაში, არავინ ზუსტად არ იცის. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც განდევნეს საქართველოდან, ხელოვნურად გაყარეს, მერე დაამზადეს მათი პირადობის მოწმობები და ასე აპირებენ ამ ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. ამიტომ [ქართულ ოცნებაში] მიაჩნიათ, რომ ახლა მთავარია არ იყოს ბუნტი, იყოს სიწყნარე და წყნარად, მშვიდად მიაგორონ ეს არჩევნები, მშვიდად გააყალბონ, მაგრამ ჩვენ არ ვისხდებით ხელებჩამოშვებულები, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ქოცებს არჩევნებამდე 500 000 ხმა უკვე აქვთ ფორა და თან ისეთი, რომ ვერც ერთი დამკვირვებელი, ვერც შინაური და ვერ გარეული, იმ დღეს დარღვევას ვერ იპოვის.

ამ მონსტრის დასაშლელი ერთადერთი გზა არის სიების მონიტორინგის კარგი სისტემის აწყობა, კარგად დატრენინგებული ადამიანები სწორი მეთოდოლოგიით იწყებენ თითოეული ადამიანის გადამოწმებას, ცესკოდან გამოთხოვილი სიების მიხედვით.

მე ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას. ეს სკოლა ამოქმედდება ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენ გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელთაც ამ სულელური სქემების გამოცნობასა და აღკვეთას ვასწავლით. წყნარად არ გამოგივათ ამ გაყალბების მომზადება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს უკვე წინასწარ მოპარული 500 000 ხმა გაგაგდებინოთ ხელიდან,”- თქვა სააკაშვილმა სასამართლოზე

იტვირთბა....