აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ზონის ზემოაღნიშნულ ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი იყო.
გადაწყვეტილების მიხედვით, 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. მანამდე სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა და აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობა აკრძალული იყო.
ახალი ფუნქციური ზონის პირობებში კი, დაგეგმილი 2 ცათამბჯენის აშენება დასაშვები გახდა.