საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალური ქსელით „ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურებას გამოეხმაურა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა.
სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე“, – წერს ის.
The fire that destroyed Sokhumi’s National Gallery in occupied #Abkhazia is a tragedy for us all. I deplore what is a direct consequence of the neglect of cultural identity both by the de facto leadership and the Russian occupants
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 22, 2024