აშშ-ში ამინდის გაუარესების შედეგად, 90 ადამიანი დაიღუპა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
გასულ ოთხშაბათს, პორტლენდში სამი ადამიანი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ძლიერი ქარის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. მისისიპიში, ოფიციალური პირები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოვიდნენ გარეთ. შტატის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლა შეჩერებულია.
სინოპტიკოსების თქმით, მსგავსი ამინდები შუა კვირამდე გაგრძელდება. მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თბილმა ჰაერმა და წვიმამ შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს.
წყარო: AMBEBI.GE