ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა” – მანჯგალაძე

ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

“ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას, ქრისტეს, საერთო არ აქვს არც ეკლესიასთან, არც ქრისტესთან. თუ „ქართული ოცნება“ ამაზე საუბარს გააგრძელებს, შემიძლია უფრო ღრმად გავყვე ამ საკითხებში, რა მასშტაბის მკრეხელობა და ფარისევლობაა, ქრისტე გამოიყენო არჩევნებში, როგორც ბიძინა ივანიშვილი. ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც სხვადასხვა დროს ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა და ალბათ, ეს დრო დადგა „ქართული ოცნებისთვისაც“, რომ ხელისუფლება უნდა დაამთავრონ“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....