ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ცხრა რეკომენდაციას ზუსტად სამ თვეში შევასრულებთ” – პაატა მანჯგალაძე

არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ცხრა რეკომენდაციას ზუსტად სამ თვეში შევასრულებთ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

“თქვენ ნახავთ, ოპოზიცია როცა გაიმარჯვებს არჩევნებში, ამ ცხრა რეკომენდაციას შევასრულებთ ზუსტად სამ თვეში და საერთოდ არ მოვიკითხავ, სად არიან შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე. ჩვენი გეგმა არის, რომ ის ექვსი ინიციატივა, რომელიც შეტანილი გვაქვს საარჩევნო რეფორმების სახით, მათ შორის ოპოზიციას შეტანილი აქვს ანიტკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით, რომ ბუტაფორია არ იყოს, ასევე სასამართლო რეფორმის პროექტი, ასევე ბევრი მიმართულებით გვაქვს პროექტები, შევეცდებით, ხელახლა შევახსენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ, მოდი, იქნებ რამე ამ მიმართულებით შევცვალოთ. მაგრამ დეოლიგარქიზაციის გამკეთებელი „ქართული ოცნება“ არ არის, არ არის სასამართლო და საარჩევნო რეფორმის გამკეთებელი, არც ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იტყვის უარს და არც ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნის. შესაბამისად, ნუ ატყუებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნების შემდეგ ნამდვილი ცვლილებები და რეფორმები მოხდება.
ჰაერში იქნებიან, ზღვაზე თუ ხმელეთზე, ჩვენ ყველგან შევხვდებით „ქართულ ოცნებას“. იქნება კომიტეტი, ქვეკომიტეტი თუ ზეკომიტეტი, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....