ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველანაირ სამუშაო ჯგუფში აქამდეც ვერთვებოდით, სამუშაო ჯგუფს თუ არ გააკეთებენ, ამის გამო „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სახლში მივარდნას არ ვაპირებ” – ხვიჩია

ყველანაირ სამუშაო ჯგუფში აქამდეც ვერთვებოდით, სამუშაო ჯგუფს თუ არ გააკეთებენ, ამის გამო „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სახლში მივარდნას არ ვაპირებ – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ შევხედოთ, ვნახოთ, იქ რა ხდება და ხალხს ვუთხრათ, მართლა აპირებენ რამის შესრულებას თუ, უბრალოდ, ერთობიან ჩვენი კოლეგები.

საერთოდ, რატომ გამოიწვია ამხელა მნიშვნელობა სამუშაო ჯგუფები იქნება, კომიტეტი თუ სხვა რამე ფორმატი, ვერ გეტყვით. მთავარი კითხვაა, გვინდა თუ არა ცხრა პუნქტის შესრულება? ამ თვალსაზრისით, თუ არის რამე შეცვლილი, ეს არის საინტერესო, თორემ ისე რა ფორმატი იქნება, მართლა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ყველაფერში ვიქნებით“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....