21 წლის ფლორიდელ ევან სპალინგერს ელექტრო სიგარეტი მოწევისას აუფეთქდა, რის შემდეგაც ის კომატოზურ მდომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს – ამის შესახებ dailymail-ი წერს.
სპალინგერის და, ემა რიჩარდსონი ყვება, რომ აფეთქების დროს თავის 2 წლის შვილთან ერთად გვერდით ოთახში იმყოფებოდა. აფეთქების ხმის შემდეგ თავისი ძმის ოთახში შევიდა და დაინახა, რომ ის იატაკზე ეგდო. როგორც რიჩარდსონი ყვება, მას მთელი სახე და ყელი ეწვოდა.
ექიმების თქმით, ბიჭმა მიიღო როგორც შიდა, ასევე გარე დამწვრობა. სიგარეტის აფეთქების შემდეგ მისი ფილტრი გადაეყლაპა და ფილტვებთან აფეთქდა, რის შედეგადაც მას ფილტვებიც დაუზიანდა.
აფეთქების შემთხვევას იძიებენ და ფიქრობენ, რომ ის გამოწვეული იყო სიგარეტის ლითიუმ ბატარეით. სპალინგერის ოჯახი კი ამბობს, რომ მათ არ იციან თუ რა ბრენდის ელექტრონულ სიგარეტს იყენებდა ის.
„არასოდეს გავეკარები ელექტროსიგარეტს“ – ასეთი იყო დაზარალებულის ვერდიქტი გამოჯანმრთელების შემდეგ.