ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

რაში დაიხარჯება გერმანიის მიერ გამოყოფილი 135 მილიონიანი სესხი და 5 მილიონის  გრანტი

გერმანიამ საქართველოს მთავრობისთვის დაახლოებით 135 მილიონი ევროს სესხის და 5 მილიონი ევროს გრანტი გამოყო. -ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტი მსჯელობს.

პრემიერის განცხადებით, გერმანიის მიერ გამოყოფილი 135 მილიონი ევროს სესხი და 5 მილიონი ევროს გრანტი მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს, ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებას.

ასევე დაფინანსდება პრიორიტეტული მიმართულებები:

“პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითთმმართველობის გაძლიერება”,- განაცხადა გიორგი  კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....