სულ უფრო მეტ დროს ატარებენ მოზარდები სოციალურ ქსელებში, ხოლო ეს უკანასკნელი დეპრესიას იწვევს – პიტსბურგის უნივერსიტეტის სასიცოცხლო მეცნიერებების სპეციალისტების ბოლო კვლევების შედეგი ასეთია.
19-დან 32 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც ორჯერ უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელს, ვიდრე სხვები, მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ.
საშუალოდ, სოციალური ქსელის მომხმარებელი ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად ერთ საათს მაინც ატარებს.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ადამიანებს, რომელთაც ისედაც აქვთ დეპრესიისკენ მიდრეკილება, უფრო მეტი სიხშირით სურთ სოციალურ ქსელში დროის გატარება და არა-რეალურ ცხოვრებაში.
ამავდროულად, სოციალურ ქსელში არსებული ვირტუალური რეალობა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იდეალური პორტრეტი შექმნას საკუთარი თავისა თუ ცხოვრებისგან, მკვეთრად განსხვავდება ცხოვრებისეული რელობისგან, რაც დეპრესიის კიდევ უფრო გამძაფრებას იწვევს.
ბოლო პერიოდში სპეციალისტებმა ამგვარ შემთხვევებს „ფეისბუქ-დეპრესიაც“ კი უწოდეს.
მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგები სოციალური მედიის და კონკრეტულად, „ფეისბუქის“ უარყოფას არ ეთანხმებიან. ისინი მთავარ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუ როგორ გამოიყენებს ადამიანი ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთ მიღწევას, სოციალურ ქსელს საკუთარი თავისთვის. იქნება ეს საჭირო ინფორმაციისა და ურთიერთობების მომტანი თუ პირიქით, დეპრესიის მიზეზი.
independent