ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.7 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 612.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.7 პროცენტით მეტია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, 8 444.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 714.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 2 193.9 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 846.2 მლნ. აშშ დოლარით.

იტვირთბა....