ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია – ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ” – გახარია

მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია – ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს რომ უკავშირებენ – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, როდესაც ორი რადიკალური პარტია – ერთი ხელისუფლებაში და მეორე რადიკალურ ოპოზიციაში, პირველ რიგში, ქვეყნის მიღწევას თავისი ბელადების სახელებს უკავშირებენ. აბსოლუტურად მიუღებელი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იძახის და ამბობს, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა თურმე, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღო ან აქედან, „ოცნება“ თავის ბელადს… არავის გახსენებია ანწუხელიძე, გინტური, არ გახსენებიათ საერთოდ არავინ, ის ხალხი, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სიცოცხლე დადეს იმისთვის, რომ ქვეყანას შესძლებოდა გამხდარიყო ღირსეულად ევროკავშირის წევრი. ეს არ ახსენდებათ, არ გახსენებიათ ტატუნაშვილი, ოთხოზორია, სამაგიეროდ თავისი ბელადები გაახსენდათ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ვიდეო მიმართვაში.

იტვირთბა....