ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციას კი არა, თავის არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ? – ეს იყო სამარცხვინო, „ქართული ოცნების“ სახე, უნდათ გახლიჩონ, დაყონ, დააპირისპირონ და არა გააერთიანონ” – ვაშაძე

ოპოზიციას კი არა, თავის არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ? – ეს იყო სამარცხვინო, „ქართული ოცნების“ სახე, უნდათ გახლიჩონ, დაყონ, დააპირისპირონ და არა გააერთიანონ – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“მე რომ ვიყო მათ [ხელისუფლების] ადგილზე, ყველას დავურეკავდი და ხელს გავუწვდიდი – პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს ვეტყოდი, ერთად დავდგეთ და ეროვნული ამოცანა შევასრულოთ. ასეთი საქართველო დაინახეთ გუშინ? არ აპირებენ თანამშრომლობას. ოპოზიციას კი არა, თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ გუშინ?! მე რომ მესაუბრებით თანამშრომლობაზე, მათი მხრიდან ხომ უნდა დავინახო თანამშრომლობის სურვილი?!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....