ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად” – ხაბეიშვილი

ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვვილმა განაცხადა.

“ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ევროკავშირის რეზოლუციებს და კანდიდატის სტატუსს აქვს ჩალის ფასი; კალაძე ამბობდა, თუ სტატუსს არ მოგვცემენ, თავისისთვის დაიტოვონო. „სადაც უნდა იქ წაიღონ, კანდიდატის სტატუსი“ – ასე მეტყველებდნენ. შესაბამისად, ყველას კარგად ესმის, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას საჯაროდ ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებaა. მათ შორის მარტის მოვლენების, სადაც რუსული კანონი ფაქტობრივად დაღეჭეს რუსული პარტიის წარმომადგენლებმა 48 საათში. ამიტომ, ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს ამ პროცესს – ეს არის ქართველი ხალხი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია. ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს. ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....